LIFE

„Glovo აკადემია“ – Glovo-ს და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად

„Glovo აკადემია“ – Glovo-ს და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად

Glovo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, საქართველოში „Glovo აკადემიის” გახსნა დააანონსა. ეს ინიციატივა ემსახურება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობასა და განვითარებას, მათთვის პერსონალური ტრენინგების ჩატარების გზით.

Glovo აკადემია მიზნად ისახავს ადგილობრივი პარტნიორების, მცირე და საშუალო ბიზნესების უზრუნველყოფას ღირებული რესურსებითა და ტრენინგებით პირისპირ ფორმატში. ამ ინიციატივის მეშვეობით Glovo-ს მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის აღჭურვა საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით ციფრულ ბაზარზე.

29 და 30 აპრილს თბილისში, Fabrika-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

რენინგები მოიცავდა თემების ფართო სპექტრს. სესიები მიზნად ისახავდა, ცნობიერების ამაღლებას ისევე როგორც ციფრული მარკეტინგის, ასევე Glovo-ს პლატფორმაზე პარტნიორების მუშაობის ოპტიმიზაციის შესახებ. Impact Hub Tbilisi-ის დარგის ექსპერტთა გუნდის და Glovo-ს წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები, პოპულარიზაციის ეფექტური მეთოდები და სარეკლამო ტექნიკა.

გარდა ამისა, ექსპერტებმა დამსწრეებს მისცეს ღირებული რჩევები გაციფრულების ოპტიმიზაციის შესახებ, ამ რჩვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით კომპანიები შეძლებენ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და  ბიზნესის ხილვადობის გაზრდას. ტრენინგზე მონაწილეებმა მიიღეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია Glovo's Manager Portal-ის შესახებ, რომლის გამოყენებაც მათ დაეხმარებათ ოპერაციების მართვასა და პლატფორმაზე საკუთარი ბიზნესის პოტენციალის გაზრდაში.



ინფორმატიული ტრენინგების გარდა, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღირებული გამოცდილებები. გარდა ამისა, ისინი უშუალოდ ჩაერთნენ Glovo-ს გუნდთან კომუნიკაციაში, მიიღეს მხარდაჭერა პლატფორმის ექსპერტებისგან.

Glovo-ს Partners-ის ხელმძღვანელი თორნიკე გაბიცინაშვილი:

„მოხარულები ვართ, რომ Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობით Glovo Academy-ის ვხსნით. ამ ინიციატივის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენი პარტნიორების წარმატებას მათთვის საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რათა განვითარდნენ ციფრულ ლანდშაფტში. ჩვენ გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით, გამოვიწვევთ პოზიტიური ცვლილებებს ადგილობრივ ბაზარზე.”

ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი:

„Glovo აკადემიის გახსნა ეხმიანება Glovo-ს მუდმივ ძალისხმევას, განავითაროს მეწარმეობა და გააძლიეროს ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. Glovo-მ უკვე წარმატებით განახორციელა Glovo აკადემია საზღვარგარეთ, სადაც ასობით პარტნიორი მონაწილეობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუმინეთი, კენია, პოლონეთი, განა, იტალია ან მაროკო და სხვა.”

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის აპლიკაცია მრავალი კატეგორიით, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ბიზნესთან და კურიერებთან, სთავაზობს მიტანის სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან, სუპერმარკეტებიდან და საცალო მაღაზიებიდან. Glovo-ს ხედვაა ყველას მისცეს მარტივი წვდომა ყველაფერზე მათ ქალაქში, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ისიამოვნონ იმით, რაც უნდათ, როცა უნდათ, სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს ბარსელონაში და მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

Impact Hub Tbilisi-ის შესახებ:

Impact Hub Tbilisi არის coworking სივრცე, რომელიც ემსახურება მეწარმეობისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას საქართველოში. თავისი ინოვაციური პროგრამებითა და პროექტებით Impact Hub Tbilisi უზრუნველყოფს მზრუნველ გარემოს დამწყები მეწარმეებისა და სტარტაპების განვითარებისთვის. Impact Hub-ი გთავაზობთ მორგებულ პროგრამებს, როგორებიცაა: Incubation მხარდაჭერა, სტარტაპის განვითარება, მენტორობის სერვისები და ღონისძიებები ნეთვორქინგისთვის, რომლებიც მიმართულია იმ ინდივიდების გაძლიერებაზე, რომლებსაც სურთ გადააქციონ იდეები წარმატებულ ბიზნესად.