ჰოროსკოპი

2024 წლის 24 აპრილის ვარდისფერი სავსე მთვარე - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

2024 წლის 24 აპრილის ვარდისფერი სავსე მთვარე - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი

ვერძებს აპრილის მიწურულიდან ვნებები იპყრობთ და ამის გამო ცხოვრების შეცვლა უწევთ. ბევრი დაკვირვების შემდეგ საკუთარ თავში ისეთ უნარს და ძალას აღმოაჩენენ, რომელზე წარმოდგენაც აქამდე არ ჰქონდათ. ვერძები პარტნიორისგან ყველა სახის მხარდაჭერას და ფინანსური დახმარებასაც მიიღებენ.

ვერძებო, გაუშვით ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და მოემზადეთ ტრანსფორმაციისთვის.

კურო

2024 წლის ვარდისფერ მთვარეს კუროსთვის როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში წარმატება მოაქვს. თქვენ გელოდებათ ბევრი საქმიანი შეხვედრა; დიდი ხნის შემდეგ პარტნიორის პოვნაც და მასთან დროის სასიამოვნოდ გატარება.
მოიწყვეთ თქვენი ცხოვრება თავად, ნუ დაელოდებით სხვებს.

ტყუპები

ტყუპებო იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უპირველეს ყოვლისა. შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა; ფოკუსირდით მიზანზე, იშრომეთ მეტი და გადადგით ორგანიზებული ნაბიჯები თქვენი ოცნებებისკენ.

დაივიწყეთ ძველი იდეები იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება.

კირჩხიბი

კიბოებს ვარდისფერი მთვარე კრეატიული და ვნებიანი პროექტის განხორციელებას, ოცნების შესრულებას და იმის კეთებას ჰპირდება, რაც გააბედნიერებს.

კირჩხიბებს ბევრი გართობა, ფლირტი და სიყვარული ელოდება.

გათავისუფლდით ეჭვებისგან და მოიშორეთ ყალბი მეგობრები.

ლომი

ლომებს ცხოვრების ახალი გზის არჩევა მოუწევთ; შესაძლოა ეს საცხოვრებელი სახლის შეცვლაც იყოს. გაატარეთ მეტი დრო იმ ადამიანებთან, ვინც ნამდვილად თქვენი მხარდამჭერია.
დაივიწყეთ შიში იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენს ცხოვრებაზე ან არჩევანზე.

ქალწული

გულწრფელად მოუყევით ახლობლებს ამბები თქვენზე. გაანდეთ თქვენი აზრები და იდეები დედმამიშვილებს. დაელაპარაკეთ და დაუახლოვდით ახლო ნათესავებს.
ნუ გადარდებთ სხვების აზრი; მთავარია თქვენ იყოთ მართალი საკუთარ თავთან.

სასწორი

საკუთარი თავისგან მეტის მოთხოვნა, საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება, თქვენი ღირებულებების და უნარების ცოდნა, ფინანსური თავისუფლების პოვნა, მემკვიდრეობის აშენება, პრიორიტეტების მინიჭება,  ყველაზე მნიშვნელოვანია სასწორებისთვის.

შეეშვით იმ ადამიანებს, ვინც შორს არის თქვენი ინტერესებისგან.

მორიელი

საკუთარი თავის პოვნა, ეჭვებისგან გათავისუფლება მორიელისთვის აპრილის მთვარისგან მიღებული მანტრაა.
მორიელს სურს გახდეს ის, ვინც უნდა რომ გახდეს; ჩადოს ინვესტიცია გარეგნობაში, იპოვოს საკუთარი სტილი, იმუშაოს პირადი მიზნისკენ და შეცვალოს მიდგომები სამყაროს მიმართ.
გათავისუფლდით ნებისმიერი ფიქრისგან, რომ თქვენ არ იმსახურებთ ბედნიერებას… თქვენ იმსახურებთ მას.

მშვილდოსანი
სიმშვიდის პოვნა, საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი კეთილდღეობის პირველ ადგილზე დაყენება, ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება და წარსულის დატოვება იქ, სადაც მას ეკუთვნის მშვილდოსნების აპრილის პროგრამა მინიმუმია.
ვარსკვლავები მათ ურჩევენ - გათავისუფლდნენ სტრესისგან და ზედმეტი შრომისგან.

თხის რქა

კარიერული ქსელის შექმნა და დიდი წარმატება ცხოვრებაში; კარგი ადამიანების გარემოცვა, შთაგონება და რწმენა იმისა, რისიც სჯერა - აი რას ჰპირდება აპრილის ვარდისფერი მთვარე თხის რქას.

დაივიწყეთ მოძველებული მეთოდები და კონსერვატიული აზროვნება.

მერწყული

კარიერაზე ფოკუსირება და წარმატების მიღწევა; იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებიც დაეხმარებიან საკუთარ თავში იმ ნიჭის აღმოჩენაში, რომ შეუძლია სირთულეებთან გამკლავება აპრილის ვარდისფერი მთავრის დაპირებაა მერწყულებისთვის.

მერწყულებო, ეს საუკეთესო დროა, წარსულში დატოვოთ ეჭვიანი მეგობრები.

თევზები

მოგზაურობის გეგმების შედგენა, თავგადასავლების ძიება, შთაგონების გრძნობა, მსოფლმხედველობის შეცვლა, ინტერესების გაცნობა-შესწავლა, მეტის აღმოჩენა იმის შესახებ, თუ რა გაბედნიერებთ: კითხვა, წერა, სხვაგვარად ცხოვრება აპრილის მთვარეს მოაქვს თევზებისთვის.

გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან და იმოქმედეთ თქვენი გეგმით.